შუაღამეა


შუაღამეა.მივყვები ქუჩას,
მოპირდაპირედ შენი ფანჯრების,
ამ მონატრებას ბოლო არ უჩანს,
თავში დაჰქრიან წყეულ აზრები,

შუაღამეა,შენ ისე შორს ხარ,
ვით ვარსკვლავები ცისა მდელოზე,
შუაღამეა,მეტად მახსოვხარ,
მეტად მახსოვხარ შორეულ ფონზე,

შუაღამეა, და გამიწვიმდა,
მე ისევ ლექსს ვწერ შენზე გოდებით,
სანამ გონება სულ გამიფრინდა,
სანამ ცოცხალი კიდევ მოვკვდები.

შუაღამეა,ლექსად ვცოცხლდები,
და ვკვდები შენი ქუჩის კიდეში,
სანამ ამ ადგილს კიდევ მოვხვდები,
სანამ სულს გავლევ შარვლის ჯიბეში.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი