ყოველი დღე
ყოველი დღე წინას მეტზე ვიწყენ, ვეეჭვები ძველ და ახალ აღთქმას, გუშინდელზე გამეტებით ვითმენ, წუთისოფლის უაზრობად აღქმას. მინდა ჭკვაზე გადასული მერქვას, მერე ფიქრებს რაღა გამიმძაფრებს, მინდა თოკით გამოვება ზეცას, როგორც სცენის თოჯინები ძაფებს. მაშინ როცა გალაქტიკა სდუმდა, ყელში ბურთი ვეღარ გავაჩერე, -ავიხდინო რაც კი რამე მსურდა, ავიხდინო რაც მინდოდა,მერე? 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი