ღამით თუ ვარ უსიცოცხლო
ღამით თუ ვარ უსიცოცხლო, დღისითა ვარ სულ მთლად მკვდარი, მზემ ვერცერთხელ ვერ გაიძლო, მთვარისაგან მონაპარი, მომავალი გატიალდა, გათენება შვილად ვერ მზრდის, ვენებიდან სისხლი არა, ვენებიდან შვება მომდის, მოდის,წვეთად მორაკრაკებს, მზის ამოსვლას უღრიალებს, და ამ სახლის იატაკებს, სიბინძურეს უპრიალებს. არ ვიცი დღეს თუ მივდივარ, მაგრამ თუ ვერ გავეცალე, ხვალ მეტყვიან რომ გიჟი ვარ, რომ მთლიანად შევიშალე, ჩამაცმევენ ისევ ხალათს, ისევ წამლით გამჭყიპავენ, მომაგდებენ იმ თეთრ ბარათს, და უჭკუოდ შემრაცხავენ. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი