არ მახსოვს ხალისს ღამე ეთია


არ მახსოვს ხალისს ღამე ეთია,
რაც მაგონდება ჩემი საწყისი,
ყოველი დილა ჯოჯოხეთია,
და შეღამება გაუსაძლისი,

ეს გარიჟრაჟიც შენს თავს მაგონებს,
თან უგულო და თანაც ბრწყინვალე,
ამოხველებას სისხლებს ვაყოლებ,
ვგონებ უშენოდ გადავიღალე,

თითქოს მითბობდეს ნაპასი დარდებს,
თამბაქოს ისე შვებით ვეწევი,
შენ ახლა ქმარი სადილს გიმზადებს,
მე მოგონებებს შემოვექცევი,

გვიან გავიგე საუბედუროდ,
რომ გათხოვილხარ,ეს რა გიქნია,
თქვენ მალე წახვალთ სამოგზაუროდ,
მეც გაფრენამდე წვეთი მიკლია.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი