ამ გათენებას


ამ გათენებას კვლავ ვემალები,
ვპოვე ცხოვრება არ არჩეული,
ნუთუ განგებას არ ვებრალები,
არასწორ დროში დაბადებული,

სახურავიდან მოსჩანს ვერხვები,
მოაჯირებიც ქარმა არხია,
მე პოეზიას თუკი ვეხები,
საშველად ხმობა განმიზრახია,

რად მოველ მიწად ჯერაც ვერ ვხვდები,
ღმერთს არ ეშლება როგორც წესია,
მე პოეზიას თუკი ვეხები,
სხვაგან იმედი არ მითესია.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი