ეკლესიაში შენს თავს ვითხოვდი


ეკლესიაში შენს თავს ვითხოვდი,
იმ წამს წყურვილი ისე აალდა,
წყეულ სიკვდილზე ვეღარ ვფიქრობდი,
გარდაცვალება გამიფერმკრთალდა.

ღმერთს ვთხოვდი ოღონდ შემახვედრე და,
მერე თუ გინდა თან წამიყვანე,
ძირს დაჩოქილმა რამდენს ვევედრე,
რამდენი ცრემლი მიწას დავღვარე.

ამდენ მოთმენას ვერ ვურიგდები,
წლობით სიმშვიდე როგორ ვატარო,
ახლა ეშმაკსაც გავურიგდები,
შენთან მხოლოდ დღე რომ გავატარო.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი