მართლა აღარ ვიცი
მართლა აღარ ვიცი თუ რა დავიჯერო, სად დგას რეალობის აღქმის აბსტრაქცია, სულ რომ ხორცთან ერთად სული დავისერო, ბოლო ამოსუნთქვა უწინ დააქცია, აი ვხეტიალობ ცოცხალ მოგონებად, ქარებს დავაკისრე გზების ამორჩევა, გზები ლაბირინთებს ისე ემგვანება, ვგონებ გასასვლელი ვეღარ გამოჩნდება, განა ვხეტიალობ ვინმეს დასანახად, განა ვინმე მინდა,ყველა მეზარება, უბეს ფურცლები მაქვს დარდის დასამარხად, ჩემი გრძნობის წვეთი მათთვის დაიღვრება. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი