ჩამომისხით
ჩამომისხით,მინდა დღესაც არყით დავთვრე, გამიფრინდნენ მუზები და მაქვს სათქმელი, გადაავსეთ,სულ პირამდე გადაავსეთ, ფიქრები მაქვს სადღეგრძელოთ შესასმელი, გაუმარჯოს,ყველა იმ კაცს გაუმარჯოს, ჩემთან ერთად ჭიქის სმა რომ სიამოვნებს, გაუმარჯოს,ვინც კი გულით გაიდარდოს, რომ წავალ და ამ სამყაროს მივატოვებ. გადაავსეთ ჭიქა არყით,ღვინით არა, აღარა მსურს არაფერი ღვთაებრივი, დღეს ეშმაკმა თავის კალთას მიმიბარა, და ჩამიქრო რაც კი მქონდა წმინდა სხივი, გადაავსეთ,გაუმარჯოს იმათ სიტყვას, ამ ლექსების მზაობას რომ ეღიმება, გაუმარჯოს ყველა იმ კაცს,ყველა მიყვარს, ვინც ჭიქაში სადღეგრძელოს მეცილება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი