მორიგ ღამეს


მორიგ ღამეს უშენობით ვკვდები,
ან გამოჩნდი,ან საერთოდ გაქრი,
მაპატიე,ჭკვიდან ისე ვცდები,
ნოემბერის ქარზე მეტად დავქრი,

გამუდმებით მეცხადები სიზმრად,
მითხარ ცხადში როგორ წაგიყვანო,
რომ გაქციო წუთისოფლის მკვიდრად,
რომ მარადის შენ ერთს გეთაყვანო.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი