Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_cr27j2vqfuf7ae27fhbr9ml1uc, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
მორიგ ღამეს უშენობით ვკვდები - ბექა ანდიაშვილი | პოეზია

მორიგ ღამეს უშენობით ვკვდები


მორიგ ღამეს უშენობით ვკვდები,
ან გამოჩნდი,ან საერთოდ გაქრი,
მაპატიე,ჭკვიდან ისე ვცდები,
ნოემბერის ქარზე მეტად დავქრი,

გამუდმებით მეცხადები სიზმრად,
მითხარ ცხადში როგორ წაგიყვანო,
რომ გაქციო წუთისოფლის მკვიდრად,
რომ მარადის შენ ერთს გეთაყვანო.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი