რიცხვ ოცდარვაში შემომეგება


რიცხვ ოცდარვაში შემომეგება,
ცოცხლად გახრწნილი ცივი სხეული,
ნეტავ არასდროს აღარ მეგემა,
ფუჭი დარდი და სევდა,წყეული,

გუგებს ვეღარ ვგრძნობ,ამომიშავდნენ,
აალდნენ ცისკენ,ცრემლით,თვალები,
ახლა ვნატრულობ რომ ჩამითრევდნენ,
ეს საფლავები,ამ ნაპრალებში.

და მე მკვდარი ვარ,ამ მკვდრებზე მეტად,
თუკი დავდივარ,არაფერს ნიშნავს,
რიცხვ ოცდარვაში,ამ მკვდრებთან ერთად,
ჩემი გონებაც ცაში დაფრინავს.

სულით ხორცამდე შემოიბზარა,
ცისა ლაჟვარდი,უფლისა ნება,
გონებამ ერთი შემომიბარა,
რომ ყველაფერი ისე იქნება,

როგორც იქნება...და იყოს სევდა,
იყოს ტკივილი,იყოს გოდება,
ვედრებაც იყოს,სულისა ბნედვაც,
ჰპოვონ ნაღველი ჩემმა ცოდვებმა,

მერე ერთბაშად ყელს მომიჭირონ,
დაე დამახრჩონ,ბოლო მომიღონ,
ყველა შეცდომამ ერთად ილხინონ,
გლოვის ზარები როცა გაიგონ.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი