ქალაქს ატყვია შემოღამება
ქალაქს ატყვია შემოღამება, ზამთრის სუსხებში გადახვეულა, ფიქრებს ბგერები გვერდში აება, და ჩემს ღრიალად გადაქცეულა, ფართოა ქუჩა და მოგონება, მარტოა სული და იტანჯება, უნდა გაფრენა,ხორცს მოშორება, და ამ აზრების აქ მოტოვება, ვყვირი ხმამაღლა,თავდავიწყებით, ზეცის ზარების მინდოდა ბანი. გუშინ საღამოს რას ვიფიქრებდი, გავიღვიძებდით მე და საკანი. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი