დღემდე ჩემი არ სჯერა
ჩემს გოგოს,დღემდე ჩემი არ სჯერა, და გამექცევა გაზაფხულის პირველსავე დაისზე, და მერე მზეს რომ შეეკრას, და მერე სითბო რომ იგრძნოს, და სხვა ცხოვრება დაიწყოს, და სხვა ცხოვრება დაიწყოს! მახსენებს რომ პოეზიით ვერ ვუყიდი კაბებს, სულშეკრული ელოდება უცხოს წიგნის ამბებს, და მერე ჩემი დახიოს, და სხვა ფურცლებს რომ შეექცეს, და პოეზიას გაექცეს, და მე პოეტს რომ გამექცეს! ყაყაჩოს ვერ შეგიგრძვნია ტკბილი გაზაფხული, ჩემთან ძმაო მთვარე ჩაქრა ძლივს გამონახული, და მერე აბა ვის ვუთხრა, და ისევ შენ თუ გაიგებ, და მხოლოდ შენ დამარიგებ, და მხოლოდ შენ დამარიგებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი