დღეს მზის ამოსვლა სხვანაირია


დღეს მზის ამოსვლა სხვანაირია.
მაინც მესტუმრნენ დილის სევდები,
გრძნობა სასმელში ისე ირია,
ყოველ ჭიქაში შენ მახსენდები,

და მე ვიგონებ განვლილ პერიოდს,
ვცდილობ შევება მხოლოდ დადებითს,
დარდი არ მინდა,დარდი მერიდოს,
თორემ მზის ჩასვლას ვეღარ შევხვდები,

ძალა აღარ მაქვს,სულ დამელია,
გამომეცალა არყით გალეშილს,
ჩემთან ლექსებით კვლავ გრანელია,
და ეს ლექსები ყურში ჩამესმის,

მე მესმის გალას,მესმის ტერენტის,
მხოლოდ და მხოლოდ შენ ვერ გაგიგე,
მე ვერ გავიგე იმ ერთადერთის,
იმ ერთადერთის მე ვერ გავიგე.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი