მე ისევ შენი მოგონებით ვარ
მე ისევ შენი მოგონებით ვარ, შენ ვერ მიმიხვდი საერთოდ რა მჭირს, ახლა სახლიდან მოშორებით ვარ, და შებინდება შემმოსავს რაჭის, არ მჭირს სათქმელი,გარდა სიგიჟის, რაც იყო ისიც ჰპოვეს მგოსნებმა, მე მოტრფიალე მთების სიშიშვლის, ველი რომ მეტად შეიმოსება, ისე ამშვენებთ თოვლის ფანტელი, რარიგ შენ გხატავს თეთრი კაბები, და ეს მთაც გახდა ჩემი მტანჯველი, და მე ამ მთებშიც ვეღარ გავთბები. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი