თავად გეტყვი


თავად გეტყვი რატომ ვარ ავტორი,
ყოველი სტროფის უკვდავებისა,
არცერთ ტაეპში არ მყავს ბატონი,
ხმა ვარ შინაგან სულის ვნებისა,

ნეტავი თუ გაუძლებენ,
სული როგორც დაიღალა,
უჭკუები, იბრალებენ,
შეშლილები რასაც ვმალავთ,

თუ მინდა დავშლი, მერე ვამთელებ,
რომანტიკოსის დამკრავს იერი,
როცა ლექსია, თავს დავაჯერებ,
ვიქნები მკაცრი, ხანაც ცბიერი, 

თან მორიგი შაბათია,
შარბათია შესასმელად,
ხელად ჩაი მაბადია,

აზრებია უფრო ძნელად,
ყელად ბრაზი გამჩხერია,
დამრჩენია შესაჭმელად,

ბევრად მეტიც გამჩენია,
გამთენია ვიქეც ღელვად,
სევდაც გადამირჩენია,

დამჩვევია თქვენზე ბნედვად,
ხედად ხიდიც დამმსხვრევია,
არ მცხვენია გასაბედად,

რომ დარაბს მოვგლეჯ, გადმოვიხედავ,
და დაგინახავ, ჩემს გზასთან დგახარ,
თუ გაიაზრებ როგორ გიბედავ,
ანდა საერთოდ, სარკმლიდან ვინ ვარ,

ნეტავ ვიცოდე,
უმალ გეტყოდი მე თვითონ ვინ ვარ,
იავნანა ვარ,
ტკბილ ხმით ვაბრუებ, თან გავურბივარ,
ვერ გავუძლივარ,
ჩემივე სხეულს უნდა შორება,
და განშორება, 
ისე მაშინებს, მინდა ცხოვრება.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი