ნახე გათენდა


ნახე გათენდა,ისევ გათენდა,
ამ თვალებიდან დღესაც ნისლია,
წინა საღამო სხვას რას შემძენდა,
თვალზე ცრემლები,ხელზე სისხლია,

მე მახოვს სარკე,სარკესთან ჩხუბი,
როგორ ისმენდა თითქმის არაფერს,
როგორ შემიკრა,დახმანჭა შუბლი,
როცა ვყვებოდი იგავ-არაკებს,

ერთი კი მითხრა,მე ის არა ვარ,
გზა დავუთმო და ნუღარ ვაწუხებ.
ახლა მუსიკით მივსდევ ქარავანს,
და სარკის შუშებს ერთად ვაქუჩებ.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი