თუ გაწუხებს აქამდე


თუ გაწუხებს აქამდე ჩემი მელანქოლია,
ეს უბრალოდ ფუჭ ფიქრებს გარეთ გაუჟონია,
ხორციელი ჭურჭელი,სულის კიბის სამსჯავროს,
ორთავე მიტეხია და მე თვითონაც არ ვნანობ,
თუმცა სულის ცხონება ყველასათვის როდია,
ხელებს ვუშლი ცდუნებებს ტალღებად რომ მოდიან,
მინდა ყველა სიცუდეს ერთიანად გავეშვე,
მაგრამ სიმშვიდე არ სჩანს სხვა სამყაროს გარეშე,
რამდენ ფერშიც აღმოჩნდი,ყველა ფერში ვაშავე,
ამიტომაც სიბნელე სულ შიგნიდან წავშალე,
ესეც გეუცნაურა,ეჭვის თვალით მიყურე,
თვალთმაქცობის სახელით,მთელი არსით მიძულე,
აბა რას გაიგებდი,ჩემნაირად არა ხარ,
ერთსად კიდევ მოისმენ,მერე კიდეც გამლანძღავ,
სიგიჟესაც მაბკურებ,ყელის ცხელი ბგერებით,
მე კი მხოლოდ მაფიქრებს - ვეღარ მოგეფერები.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი