წინად როცა დაგინახე


წინად როცა დაგინახე,
ტანად გრძელი კაბა გეცვა,
ის სიმშვიდე,ის სინაზე,
გულში უმალ შემომექცა,

ამოიფრქვა ყველა გრძნობა,
მიწურულ თვეს,ვარდობისას,
მომანდომე შენით თრობა,
ჟინიც სულის გაცნობისა.

მკათათვეა,ისევ ვიმკი,
რაც დავთესე უწუნ ჟამსა,
დავაშავე სადმე თუკი,
უკან ვიღებ,ერთი-ასსა,

ვერ შევიცან მიზეზები,
ახლა შენით რად ვერ ვტკბები,
მაშინ როცა წინ მიდგები,
ლერწმის ტანით მეპრანჭები.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი