გახსოვს როგორ მაწყენინა
გახსოვს როგორ მაწყენინა მთვარემ,თავის ხედით? ჭკუიდან რომ გადაგყავდი მხოლოდ გამოხედვით? გახსოვს ბოლო შეხვედრაზე რამდენი რამ გთხოვე? ყოველ შეხებაზე,როგორ იცინოდი ხოლმე? გახსოვს როგორ ვნატრულობდი,ღამე აღარ მორჩეს? რომ შეგპირდი,არ გაგიშვებ რაც არ უნდა მოხდეს? გახსოვს როგორ შემოგიჩნდა ერთხანს,სიმწრის სენი? როგორ გავშრი,დავიფერფლე,სანამ აგიხსენი? იცი,ვუმზერ ფანჯრებიდან ყვავილების ჭკნობას, ვერ გავიგე რა ვუშველო ზამთრის ვერაგობას, იცი,ყველა ყვავილი ხარ და ზამთარიც შენ ხარ, მაგრამ ვდარდობ,მომავალში ვეღარ მიპოვნიხარ. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი