დეკემბრის დილას ფანჯრიდან ვუშვებ
დეკემბრის დილას ფანჯრიდან ვუშვებ, ფილტვებს ჰაერი ხარბად ვაბკურე, ღმერთო მიშველე,მეტს ვეღარ ვუძლებ, ცაო განმკურნე,ცაო განმკურნე. ცუდად ვარ ისევ,ტვინში ჩხავიან, გუშინდელ ღამის უტყვი ამბები, ახლაც ჰყვავიან,ჩემში ჰყვავიან, ვიღაცის მოწვდილ რაღაც აბები, და მეზიზღება მე ჩემი თავი, ამ ბოღმით ყელში ხმამაღლა ვტირი, შენ ჩემო თავო,შენ შემიკალი, ამა ცხოვრების მე დეზერტირი. დეკემბრის დილას ფანჯრიდან ვუშვებ, მალე დადგება იანვრის ღამე, ღმერთო მიშველე,მეტს ვეღარ ვუძლებ, ღმერთო ახალ წელს თან წამიყვანე. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი