ვიღვიძებ დილით,ანდა ვცოცხლდები


ვიღვიძებ დილით,ანდა ვცოცხლდები,
წარსულის აჩრდილ ფოტოს გავყურებ,
სიზმრების იქით ვეღარა გხვდები,
სამწუხაროა,დროს ვერ ვაბრუნებ,

წაიღო ქარმა,გაფანტა დღენი,
თუკი მოძებნი,მოგეშველები,
ძვირფასო,ეს დღეც შენ მოგიძღვენი,
და ჩემს ფიქრებში მოგეფერები,

უშენოდ ცამდე სულ ვნებებია,
მთვარეს მოვიხმობ ხელისმომკიდედ,
ცხოვრების გზა თუ ოცნებებია,
ეს ოცნებები შენვე მომყიდე,

და სიმარტოვე ასე ახლოა,
და თუ უშენოდ ვერა ვცხონდები,
ეს ზეცა ჩემი სამოსახლოა,
და მე ზეცაში გადავცხოვრდები.


2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლილიენ ხარებაშვილისტუდენტი3 თვის წინ

🌸

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი