შემომრჩენია მხოლოდ იმედი


შემომრჩენია მხოლოდ იმედი,
რომ ეს ცხოვრება სულ სიზმარია,
ნეტავ აქამდე როგორ მივედი,
ამოსუნთქვაც რომ არ მიხარია.

სოციუმს ვუმზერ,მერე გვერდს ვუვლი,
მჯერა მნათობის სულ სხვა სხივი ვარ,
ძირს დაცემული თავს ვეღარ ვუშლი,
და ღამ-ღამობით სულში ვტირივარ,

ვატყობ სხეული  გადამიმძიმდა,
ეულ მეომარს ფიქრები დამაქვს,
და ლექსის წერა თუ გამიჭირდა,
კალმის მაგივრად ხელში დანა მაქვს,

ცხოვრება ისე ამაზრზენია,
ვცდილობ შევაღო ცაში ღვთის კარი,
ვთხოვო რაც კი რამ გადამხდენია,
მახსენოს როგორც ღამის სიზმარი,

და მერე იყოს მეორე თავი,
და მერე იყოს გამოღვიძება,
და იქ გაირჩეს მტყუან-მართალი,
და ჩემი ფიქრის გამოვლინება,

თუ ვიარსებე მანამდე ოდეს,
მიწას მიეცეს ყოველი კვალი,
დაე სიმშვიდე მარადი მქონდეს,
მქონდეს და ვიყო მიწას გამქრალი.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

@ კონტაქტი