მე ახლაც ვცდილობ რომ არ დავეცე


მე ახლაც ვცდილობ რომ არ დავეცე,
დროება ტკივილს ვეღარ აყუჩებს,
როგორ რთულია ფიქრებს გავექცე, 
თავი ვარიდო სხვენში მარყუჟებს

იცი წარსული რად მეზიზღება?,
რადგან აწყმყოა ეს მოსავალი.
ნეტავ ოდესმე თუ მეღირსება,
ქარს გაყოლილი ის მომავალი,

რომელიც ერთხანს ერთად დავხატეთ,
წვეთი არ იყო იქ სიმარტოვე,
რაც კი ოდესმე ერთად ვინატრეთ,
მხოლოდ მე რატომ შემომიტოვე,

წაიღე სევდა,წაიღე დარდი,
წაიღე თუ სხვაც შემომრჩენია,
თუ მე ვერაფრით ვეღარ დავწყნარდი,
გაფრენა ჩემი გადამრჩენია.
 
2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი