Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_mm4a3pmcd3nl4kcttfoh7or9pq, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
როცა გულით სხვა სამყაროს ნატრობ - ბექა ანდიაშვილი | პოეზია

როცა გულით სხვა სამყაროს ნატრობ


როცა გულით სხვა სამყროს ნატრობ,
ოცნებობ რომ არნახული ახდეს,
ოცნებებშიც არ გტოვებენ მარტოს,
ცდილობენ რომ მათნაირი გახდე,

მოგაწვდიან თითქოს შენზე ზრუნვას,
და თუ მაინც ვეღარ გამოგცვალეს,
გიხსნიან რომ დედამიწა ბრუნავს,
ბრუნავს მაგრამ,ნეტავ რომელ მხარეს,

საითაა კარგი,ანდა ცუდი,
ან საერთოდ ასე რატომ ვცხოვრობ,
რომელია სწორი,ანდა მრუდი,
მე სასწორად ბიბლია მაქვს მხოლოდ.

ყველამ იცის ყველაფერი უკეთ,
ყველა სხვაზე დიდებული გახლავთ,
მთავარია ერთნაირად გსურდეთ,
სხვანაირად ბრწყინვალებას ვკარგავთ,

ვკარგავთ სახელს და ოდნავად მეტიც,
მარტო ვიწყებთ ფსიქიკურად ლპობას,
და გვაკლია მხოლოდ ერთი წვეთი,
რომ შევუდგეთ მათნაირად თხრობას,

და ეს წვეთიც აქვე არის,ახლოს,
კარის ზღურბლთან გველოდება მედგრად,
სოციუმთან ნაბიჯი და ამდროს,
როგორც იქნა,პიროვნება შედგა.

და თუ მაინც სხვა სამყროს ნატრობ,
ოცნებობ რომ არნახული ახდეს,
ოცნებებშიც არ გტოვებენ მარტოს,
ცდილობენ რომ მათნაირი გახდე.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი