თუკი ფიქრი სიკვდილისკენ მიჩვევს


თუკი ფიქრი სიკვდილისკენ მიჩვევს,
მელანსა და ფურცელში ვყრი ამ ჯავრს,
და მე ახლაც დეპრესია მიტევს,
და მე ახლაც უმიზნობა მტანჯავს,

მიმატოვა ყველამ,ანდა რავი,
იქნებ ყველა მივატოვე თავად,
აღარცა მაქვს რამე საკითხავი,
არც არავინ რამის საკითხავად,

გადავთელე ყველა მომავალი,
როცა წლები ძალით შემემატა,
სიჩუმეა ჩემი დედოფალი,
და ლექსები თავს ახდილი ფატა.

კვლავ დავეძებ სამყაროში რამეს,
რისი არსიც შემომგვრიდა შვებას,
რაც საღამოს მშვიდად დააღამებს,
რაც მე დამრთავს ღამით ძილის ნებას,

კვლავ დავეძებ სამყაროში ვინმეს,
ვისთან ერთად საუბარიც მიღირს,
ვინც ჩაწვდება ჩემზე მეტად სიღრმეს,
ვინც გაიგებს დაცემულს რა მიჭირს.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი