დრო აფრიალებს ჩემივე სხეულს


დრო აფრიალებს ჩემივე სხეულს,
მე კი ვარსკვლავთა თანწყობას ვუმზერ,
მათში ერთადერთს,ყოველთვის რჩეულს,
ნამგალა მთვარეს ყველაფერს ვუმხელ,

და ველოდები როდის გაქრება,
როგორც სხვა ყველა ციურ მნათობი,
როგორც მიწაზე ყველა არსება,
როგორც ჩემს გულში გულის გამთბობი,

და გაყინული ასე უგზოოდ,
მოგზაურ ქარის ამარა ვრჩები,
და საუკუნოდ,და საუცხოოდ,
და საბოლოოდ ლექსად ვიქმნები.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი