ქუჩის მახლობელ მწვანე მდელოდან


ქუჩის მახლობელ მწვანე მდელოდან,
აგურებს ვიღებ,ცარცებად ვაქცევ,
სახლის შენების თუ მაქვს მცდელობა,
იქვე,ბალახში,კალიებს დავსდევ,

ფიცრის ნაგლეჯი-სავაჭრო დახლი,
ნისიად მატანს ნოქარი ყოველს,
ასე შენდება ასფალტზე სახლი,
ასე ვაქუჩებ შინაურ ცხოველს,

თან გაზაფხულის კამკამა სიცხე,
მაშინ რომ იყო,ახლა აღარა,
შუბლზე აზრებად ნადენი სითხე,
და ფანტაზია ფიქრის ამარა.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი