Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_mm4a3pmcd3nl4kcttfoh7or9pq, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ვისგან ვითხოვო მე გადარჩენა - ბექა ანდიაშვილი | პოეზია

ვისგან ვითხოვო მე გადარჩენა


ვისგან ვითხოვო მე გადარჩენა,
ვისთვის გავწირო ყოველი გროში,
ყველაზე დიდი აღმოჩენაა,
ჩემივე თავი ამ სამყაროში,

ვის გავუმხილო გულის ნადები,
ვის შევაკედლო გულის ოხება,
ახლიდან როგორ დავიბადები,
როცა დავკარგე ყველა ოცნება,

და თუ ყოველი ბედისწერაა,
რად მოსჩანს მასში ეს ღიობები,
და თუ ცხოვრება თავად სცენაა,
სად გაქრნენ ჩემი მსახიობები,

მე,რეჟისორმა,თვალი დავხუჭე,
ატანა არ მაქვს გარემოების,
ერთხელ სცენარი უკვე დავღუპე,
შიში მაწუხებს განმეორების.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი