ჩამოწვა წვიმა,დადგა აპრილი
ჩამოწვა წვიმა,დადგა აპრილი, რაღაც პირქუში,რაღაც ჩვეული, დღესაც ორად მაქვს გული გაჭრილი, დღესაც ლეშია ჩემი სხეული, ტკივილს დროება წამლად დააქვსო, იქნება სადღაც,მაგრამ აქ არა, წლებმა დარდებით მეტად ამავსო, წლებმა ნაღველით მეტად დამფარა. ექვსია დილის,ძილის საათი, ძალზედ მძიმეა ზეცის აურა, იქნებ დავტოვო ეს მისამართი, იქნება სიზმრებს ფლირტი გავუბა. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი