ვგრძნობ რომ ერთანეთს მალე შევხვდებით


ვგრძნობ რომ ერთმანეთს მალე შევხვდებით.
აქ მარტოობით ჭკვაზე ავცდები,
მერე მაჯებთან ერთი შეხებით,
ძვირფასო,შენს წინ მკვდრეთით აღვსდგები.

თუ მწუხარება შენც შემოგიტევს,
გთხოვ არ იდარდო,არ მოიწყინო,
მალე მოგიტან მოთეთრო ტიტებს,
ოღონდ ღიმილი არ მოიცილო,

ნეტავ რა ხდება,მანდ როგორია,
აქ ყველაფერი როგორც დატოვე,
ერთი ზამთარმა ამიყოლია,
გამიასმაგა ეს სიმარტოვე,

სხვა დანარჩენი ისევ ისეა,
ისევ ჩვეულად ქრიან ქარები,
სხვა დანარჩენი ალბათ რიგზეა,
მე რეალობას არ ვეკარები.

შენ როგორა ხარ,როგორ მოეწყე,
ხომ კარგადა ხარ?ხომ მელოდები?
ამ შებინდებას თუ ვერ მოვესწრე,
ხომ მელოდები?ხომ მელოდები?

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი