იანვრის მერე წერა შევწყვიტე


იანვრის მერე წერა შევწყვიტე,
სინდისი რაღაც სიჩუმეს მაჩვევს,
წლებთან ჭიდილში მეტად შევიტყე,
ოცდახუთისას რომ დედა მარჩენს,

დარჩეს ყოველი,თუ თავი ვხარო,
მიწიერთ დოგმის უშრეტ ჯაფაში,
ან იქნებ ბაღებს ტიტა მოვპარო,
და შენ მოგართვა ღამის ანფასში,

სარდაფში რაც კი შემომრჩენია,
ლექსები,ლექსი და ფიქრებია,
ძვირფასო,რა ვქნა,ჩემი სენია,
ვეცადე,მაგრამ ვერ მიქრებიან,

მადარდებს,ვიცი,ვერ გამოგვკვებავს,
ვერც ნაირ-ნაირს გიყიდის კაბებს,
მშიერ სულს ალბათ ვერ მოჰგვრის შვებას,
თუკი მოუსმენს ჩემებურ ამბებს.

და აი ისიც - გამონათება,
(სიტყვის ნაჟური მელნისგან ვთვრები),
ახლა ვერ ავხსნი რა მემართება,
ახლა შენ ჩემში ყოფნამდე კვდები.

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი