მაშინ,როდესაც ცა გაწითლდება


მაშინ,როდესაც ცა გაწითლდება,
ზედ მიყუდებულ კიბეს შევდგები,
მიწა დადნება,მზე აალდება,
და კიბის კიდეს,ზევით შეგხვდები,

შენ მომიყვები მანდ როგორ მოხვდი,
სულგანაბული მოვისმენ სათქმელს,
შემეკითხები თუ როგორ მოვკვდი,
მე კი სიმორცხვით შევხედავ სასმელს,

გამიჯავრდები - რად არ ვიყავი,
შენი ცხოვრების თანამეგზური,
ვერ გეტყვი თავი რად მოვიკალი,
ვერ გიპასუხებ რაზეც მემდური,

იქნებღა მერეც შემომატოვო,
ამ სიმარტოვეს ასე ნაჩვევი,
იქნებღა მერეც მარტო დამტოვო,
უშრეტ სევდისგან გზებზე ნათრევი.

ზურგშექცეულზე შემოგაძახებ,
-სხვა არა მინდა,შენღა მინდიხარ!
და ისიც მესმის რატომ მაძაგებ,
და ისიც მესმის რატომ მიდიხარ.

ბოლო იქნება ეს ჩვენი დაშლა,
ბოლო იქნება,ბოლო ეს ჩვენი,
ძვირფასო,ჩვენ ხომ ვერ შევხვდით დაბლა,
ძვირფასო,შენ ხომ მევე შეგქმენი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი