მიკონწიალებს მტრული აპრილი
მიკონწიალებს მტრული აპრილი, ვერც აქ მიწყნარდა ჩვეული დარდი; რაზედ წრიალებს სული აშლილი, რად შემიყვარდა წყეული ლანდი. სადმე არსებობ ჩემო სამოთხევ? იქნებ ღრუბელთა ნისლში მომეგნო, იცი,ვოცნებობ მე რომ გამოვთბე, მინდა ჩემს ხელთა სისხლში მომედნო, აფთიაქარო,ან ფსიქიატრო, ვილტვი ნაწერის გამოვლინებად, უნდა მახარო,უნდა მანატრო, ფილტვში ჰაერის ჩამოდინება. მიკონწიალებს მტრული აპრილი, ვერც დღეს მიწყნარდა ჩვეული დარდი; მიტომ წრიალებს სული აშლილი, რომ შემიყვარდა წყეული ლანდი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი