ხის ფანჯრებიდან ნისლი ჩამოწვა


ხის ფანჯრებიდან ნისლი ჩამოწვა,
ფოთოლი ფოთოლს მიჰყვება ლანდად,
ნეტავ წუხილი მელნად გამოვთქვა,
ნეტავ  გარემო ვაქციო ფანდად,

გადმოვსახლდები სადაც შენა ხარ,
მითხარი მხოლოდ "ოღონდ შენ წამო,
მინდა ერთურთის სევდის შენახვა,
მინდა ეულად აღარ ვეწამო",

ლექსს ვფიცავ,იმ წამს გამოვფრინდები,
მოვიხევ მიწას,მზესა და ყინვას,
წვიმის წვეთებად გამოვვლინდები,
და შენს ლოყაზე დავიდებ ბინას.

ცის კაბადონზე ელვამ დარეკა,
თუთუნის კვამლი,თან ქარიშხალი,
ცივმა ნიავმაც სადღაც წალეკა,
რომანტიკოსი და ქალის შხამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი