სახურავს მოსდევს ექვსი სართული


სახურავს მოსდევს ექვსი სართული,
ქართა ძახილი ექვსჯერ მწვავდება,
გაფრენა იყოს ფიცის დასტური,
და ერთგულების გამოცხადება,

გაფრენა იყოს ჩვენი საუნჯე,
ვითარც სიწმინდის კრძალვით შეხება;
ვცადე როგორმე ფიქრით დავმუნჯდე,
ვცადე უშენოდ წამებს შევება,

რა ვუყო,რა ვქნა,არფრით გამოდის,
უშენოდ მიწას რაზედ დავება,
ექვსი მსაჯული ჩემგან გამორბის,
ექვსია,ექვსი!ეს უკვდავება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი