ღამის პირველზე ელვამ დარეკა


ღამის პირველზე ელვამ დარეკა,
გამოღვიძებამ ვენა მოიცვა,
წვიმის წვეთებმა ქუჩა წალეკა,
ბოლო ღერი კი თითზე მოიწვა,

რა გახდა წარღვნა,ანდა მეწყერი,
იქნებ მაგემოს ზეცის ნაყოფი,
არ მქონდეს აზრი ასე მერყევი,
არ იყოს მიწა ჩემი სამყოფი,

გადაეცალოს ჰაერს ეს ბნელი,
რადგან ღრუბლებმა კარგად იციან,
როგორც მაშინებს მწველი ქვესკნელი,
და ამ გუმბათმაც როგორ იწია,

გრძელია გზები,ოღონდ სავალი,
გასაფრენად კი ისე ახლოა,
ისე მოკლეა ცისკენ გზა-კვალი,
პირველ ფიქრზევე დამაახლოვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი