ოთახში სიო ფარდებს ატოკებს


ოთახში სიო ფარდებს ატოკებს,
ვეხვევი წარსულ-მომავლის გარსში,
ჩვენზე ფიქრები ვეღარ მაოკებს,
ფანჯრიდან თავს ვყოფ ბობოქარ ქარში,

მაცოცხლებს თითქოს ყოველი ბერვა,
მაფხიზლებს თითქოს ამ ავ ყოფაში,
მიზეზებს ვეძებ რად დამაბერა,
განგებამ ასე ყრმა ბავშვობაში,

ვიწვები სანამ განთიადია,
განა პირველად დავნარცხებულვარ,
სულო ოღონდაც გამთლიანდი და,
თუ გინდა მირონს აღარ ვცხებულვარ,

რადგან მივეტრფი მიწის სიშორეს,
რადგან ვერაფერს ავუღე ალღო,
რადგან ტკივილებს ვეღარ ვიშორებ,
რადგან ვერ ვიგებ რად გავილაღო,

ნეტავ ეს ქარი თუ დამაშორებს,
მისით დარწეულ უსულო არეს,
ნეტავ ქვიშით თუ გადაასწორებს,
გადავიწყებულ ჩემ ცივ სამარეს,

რაკი წარსული აღარ მატირებს,
მჯერა გადავდგამ მცირე ნაბიჯებს,
ერთ დღეს სიკვდილი ვერ შემაშინებს,
ერთ დღეს სიკვდილსაც გადავაბიჯებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი