მძიმეა წუთი როცა განიცდი
მძიმეა წუთი როცა განიცდი, რადა ხარ ქვეყნად ასე მცირედი, მძიმეა ღამეც,როცა არ გიცდის, არავინ სახლში,აღარც იმედი, მოიხევ არყით ნაფიქრალ სამოსს, იხურავ ერთ ღერ სიგარეტს მხრებზე, ოღონდაც ძილმა არ გაგაწამოს, იქნებ უარიც აცხადო ფრთებზე, წრიალებ,მაგრამ ვერსად მიდიხარ, ვერსად მიდიხარ,ზეცამ დალახვროს, წრიალებ,მაგრამ უცხოდ მშვიდი ხარ, ისევ ლოცულობ მიწამ დაგმარხოს, მერე ფურცლებთან ლექსთა ღიღინი, თითქოს საერთოდ რამეს კურნავდეს, და მერე ისე ყალბად იღიმი, ვეჭვობ ღიმილი სევდას თრგუნავდეს, არ წერ,არ ამბობ თუ რა გაწუხებს, ან უფრო ვერ წერ,მესმის,რთულია, კვლავ ემალები წარსულ მარწუხებს, მაგრამ ეს აწმყო დასასრულია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი