გამიფრინდნენ ფიქრები
გამიფრინდნენ ფიქრები სადღაც უცხო მხარეში, დავრჩი დაობლებული ჭიქა არყის ამარა, ვითარც ნაზი ფიფქების მოვარდნილი თარეში, ზეცით დაუღლებული თვალთმაქცობის კაბარა, ვითარც ერთი აჩრდილის ასი გამოვლინება, თითო არსის წყვეტილი არსებობის ძიება, ვერსადმპოვე ადგილის უკუნითი ცვლილება, და ჟამს გადაკვეთილი ცრემლთა ცხელებ-ციება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი