უკვე მესამე დღე წამში გამეთია
უკვე მესამე დღე წამში გამეთია, უკვე სამი ღამე წამში გაილია, ახლა ყველაფერი ისე სულერთია, ვიცი ეს ლექსები ბოლო გზავნილია, ბოლო წამებია ჩემი ამოსუნთქვის, ბოლო ძახილია სულის სასაშველო, ალბათ როცა წავალ დედაჩემი იტყვის, რომ ვერ გამომზარდა მისთვის სასახელო. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი