შენ ვაჟი გინდა


შენ ვაჟი გინდა,ორიც ასული,
ნატრობ გამოჰყვეთ ჩემი გენები,
ვერ ხვდები როგორ თავსგასულია,
ჩემი სიგიჟის წარმოდგენები,

შენ შვილი გინდა,მე კი სიკვდილი,
რაღაც სხვადასხვა წყალი გვწყურია,
ისე შემიჩნდა სიმწრის სიცილი,
ვგონებ ცოტათი უცნაურია...

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი