გაზაფხული რას გაიგებს
გაზაფხული რას გაიგებს სევდის ბგერებს, ან ზაფხულის ფიქრი როდის დაბერდება, მოვა მალე შემოდგომა - შეიფერებს, ჩემს წუხილს და პოეზიად ამღერდება, მოვა მალე ამ აგვისტოს ფოთოლცვენა, სექტემბრის თვეს სად აქვს რამე დასაკარგი, მეჯავრება ისე როგორც ობოლს ხვევნა, გალაღება მზიან დღისით დასამარხი, მოვლენ მალე წვიმიანი ამინდები, მომიტანენ მივიწყებულ გოგოს ვნებას; კვლავ ფურცელზე ასოებად დამიდნები, კვლავ ვიხსენებ გადანალექ მოგონებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი