წელიწადს თუ ვერ შევეწამე


ამ წელიწადს თუ ვერ შევეწამე,
იქნებ ლექსი მივატოვო, ანდა...
იქნებ არის პოეზია რამე,
ცრემლისა და მწუხარების გარდა...

იქნებ არის ეს ფურცლები ხიდი,
და მელანი სურვილების ჩარჩო,
მაშ არ მინდა ვიყო ასე მშვიდი,
მინდა ისევ სევდად დავიხარჯო,

მომეკითხოს მკრეხელობა იქნებ,
მომეკითხოს მანდ ამოსულს შენთან,
მაგრამ რა ვქნა, ასე ვეღარ ვითმენ,
უგრძნობლობამ გადამასულერთა.

ამ წელიწადს თუ ვერ შევეწამე,
იქნებ ლექსი მივატოვო, ანდა...
იქნებ არის პოეზია რამე,
ცრემლისა და მწუხარების გარდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი