ერთხელ პოეტების ქუჩა მოვიარე


ერთხელ პოეტების ქუჩა მოვიარე,
ლექსთა რაკა-რუკი მზესაც აწითლებდა,
ზოგი ღიმილით და ზოგი მგლოვიარე,
ყველა ნაბახუსევ მთვარეს აცილებდა,

ვარსკვლავთ სამეგობროს ბევრი დაელიათ,
იქვე წვიმის წვეთიც ოხრად დაუღვრიათ,
თურმე სუფრის თავში კალმით გრანელია,
თურმე მთელი ზეცა მარტოს დაუთვრია,

ერთხელ პოეტების ქუჩა მოვიარე,
ლექსთა რაკა-რუკი მზესაც აწითლებდა,
ზოგი ღიმილით და ზოგი მგლოვიარე,
ყველა ნაბახუსევ მთვარეს აცილებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი