Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_j8vs1iel3jp4mi238s0vn2ndp2, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ნეტავ მოვიდეს წვიმა ზრდასრული - ბექა ანდიაშვილი | პოეზია

ნეტავ მოვიდეს წვიმა ზრდასრული


ნეტავ მოვიდეს წვიმა ზრდასრული,
ნეტავ დაუსვას ყოფას წერტილი,
თორემ სახლში ვარ ჭკვადგადასული,
თორემ სახლში ვარ გამოკეტილი,

მე ტუსაღი ვარ უდარაბებოდ,
მე ვპატიმრობ და გულზე მედება,
შენ რომ იმედად აღარ არსებობ,
შენით სხეული რომ ვერ ბერდება,

მე უშენობით ვერ ვიმარხულებ,
მე კაცის ლანდად დავეხეტები,
ერთსა გთხოვ მხოლოდ, მოინახულე,
ჩემი მეგობრის ფოსტის მტრედები,

და გამოართვი ყველა წერილი,
თუ ძილისპირულს შემოგიწვები,
სამყაროსაგან ასე დევნილი,
მხოლოდღა მათთან შემოგირჩები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი