ბედნიერება შემომხვდა ერთხელ


ბედნიერება შემომხვდა ერთხელ,
ბოდიში მითხრა, მე სხვას ვეძებო,
ხვეწნა-მუდარად ვექეცი ღმერთხელს,
მანაც დასძინა მთვრალთან ვერ ვძლებო,

შემდეგ ვერცერთი დარდი ვიდარდე,
მერე წუხილებს კაბებზე ვაბამ;
მაგრამ ეს მხარე რომც შემიყვარდეს,
ეკლის გვირგვინებს თავზე დავადგამ;

უკვე დავშორდით მე და ლექსებიც,
თითქოს არასდროს ფიქრში არ იყო,
დღიურს ნაწერი ტრფობის ტექსტებით,
რომანტიკოსიც წყალმა წაიღო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი