სანამ ტანი მაქვს
სანამ ტანი მაქვს უპურო ლერწმის, თოვლის ფიფქებად მანამ ვვნებ ყინვებს, მაგრამ ტკივილი იმდენად მერწყმის, ალბათ შესუნთქვებს მანანებინებს, ახლა ჯერ კიდევ ლექსები მათბობს, ახლა ლექსებით ენა იყუჩებს, მაგრამ შიგნიდან ჩემი მე ზამთრობს, მაგრამ წამლები ენას მიბუჟებს, სანამ ავობით სულ დავსნეულდი, სანამ დამფარავს მიწის სიშორე, მე ჯერ სული ვარ, ვერ გავსხეულდი, მე შენზე ფიქრი ვერ მოვიშორე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი