მე სამიკიტნოს ვიდექი დახლთან
მე სამიკიტნოს ვიდექი დახლთან, დილას ბახუსი ჩამოვაფარე, გამოიარე, თან ქმარი გახლდა, თვალი გვერდულად გამოაპარე, თვალებში მზერით სულს თუ დაეძებ, გარეთ ხორცი და შიგნით ძვლებია; უშენოდ ყოფას მე ვერას შევძლებ, უჩემოდ ყოფნა შენ შეგძლებია... მე სამიკიტნოს ვიდექი დახლთან, ცოტა მთვრალი და ცოტა ფერმკრთალი, მიიჩქაროდი, თან ქმარი გახლდა, მიიჩქაროდი და კვლავ მომკალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი