ყოველდღიურად ვცდილობ


ყოველდღიურად ვცდილობ დავფარო,
სული სხეულში რომ ვერ მეტევა,
როგორ მეკვრება ტანზე სამყარო,
როგორ ვძლებ სანამ შემომემტვრევა,

მართლა არ ვიცი აქ რაღა მიჭერს,
მართლა არ ვიცი რად არ წავედი,
რად არ ვუერთდი სამშობლოს მიწებს,
რად არ ვიყარე გულზე ხავერდი,

მე ერთგული ვარ... ნუთუ სამების,
მაშ სად იგრძნობა ჩემში ღირსება,
მაშ რად არ იკლებს ეკლის წამების,
ჯვარცმის და დოგმის შეთავისება;

არა რაღაც სხვა დაიარება,
რაღაც მეტად სხვა დამდის ვენაში,
თანაც ამდენმა ნაიარევმა,
ხელი ვერ მიწყო გადაფრენაში,

არა რაღაც სხვა გასაჭირია,
ნუთუ ჭკუიდან მთლად გადავედი,
მაგრამ, მაინც რომ გასაკვირია,
რად არ ვიყარე გულზე ხავერდი.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი